From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერია პროვინცია (იტალ. Provincia di Imperia) — პროვინცია იტალიაში, ლიგურიის რეგიონში. დედაქალაქია იმპერია. მდებარეობს ზღვისპირა ალპების აღმოსავლეთით, პიემონტის პროვინციის სამხრეთით.
პროვინციის მოსახლეობა 220 217 ადამიანს შეადგენს (2008). ტერიტორია მთიანია, ძირითადად ზღვისპირეთში. მოიცავს პატარა ფართობს, ალპებსა და ზღვას შორის. მთავარი ქალაქებია იმპერია, სან-რემო და ვენტიმილია.
ქალაქი იმპერია შეიქმნა ბენიტო მუსოლინის დროს, ორი ქალაქის — პორტო მაურიციოსა და ინელიის შეერთებით და შემდეგ პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.
იმპერიის პროვინცია 67 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძრითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
სან-რემო | 56 960 |
იმპერია | 40 868 |
ვენტიმილია | 25 423 |
ტაჯა | 13 029 |
ბორდიგერა | 10 581 |
ვალეკროზია | 7 238 |
დიანო-მარინა | 6 217 |
კამპოროსო | 5 389 |
2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით არა იტალიელი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოდიოდა შემდეგ ქვეყნებზე:[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.