ილ-დე-ფრანსი (რეგიონი)
საფრანგეთის რეგიონი / From Wikipedia, the free encyclopedia
პარიზის რეგიონი, ილ-დე-ფრანსი (ფრანგ. Region parisienne - Ile de France) — რეგიონი ჩრდილოეთ საფრანგეთში, დედაქალაქის პარიზის ირგვლივ. იგი ყველაზე ძლიერი რეგიონია ეკონომიურად და ყველაზე ხალხმრავალი. აქ დაახლოებით 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს. შედგება 8 დეპარტამენტისაგან: ესონა, ო-დე-სენა, პარიზი, სენა და მარნა, სენა-სენ-დენი, ვალ-დე-მარნი, ვალ-დ'უაზი, იველინი.
- ფართობი – 12 ათასი კვ.კმ.,
- მოსახლეობა – 11,914,812 (2012).
- ქალაქები (ათ.) – პარიზი, ვერსალი, სევრი, სენ-კლოდი.
ილ დე ფრანსი ის ადგილია, საიდანაც ფრანკთა მეფეებმა დაიწყეს თავისი სამფლობელოების გაფართოება.