From Wikipedia, the free encyclopedia
იზაბელა არაგონელი (იტალ. Isabella d'Aragona), აგრეთვე ცნობილია როგორც იზაბელა ნეაპოლელი (ესპ. Isabel de Nápoles; დ. 2 ოქტომბერი, 1470 — გ. 11 თებერვალი, 1524) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ისა და მისი ცოლის, იპოლიტა მარია სფორცას ასული. მილანის ჰერცოგინია 1489-94 წლებში როგორც თავისი ბიძაშვილის, ჯან გალეაცო სფორცას მეუღლე. პოლონეთის დედოფალ ბონა სფორცას დედა.
იზაბელა არაგონელი | |
---|---|
მილანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 2 თებერვალი, 1489 |
მმართ. დასასრული: | 21 ოქტომბერი, 1494 |
წინამორბედი: | ბონა სავოიელი |
მემკვიდრე: | ბეატრიჩე დ’ესტე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ოქტომბერი, 1470 |
დაბ. ადგილი: | ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 11 თებერვალი, 1524, (53 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბარი, ნეაპოლის სამეფო |
მეუღლე: | ჯან გალეაცო, მილანის ჰერცოგი |
შვილები: |
ფრანჩესკო იპოლიტა ბონა, პოლონეთის დედოფალი ბიანკა |
დინასტია: | ტრასტამარები |
მამა: | ალფონსო II, ნეაპოლის მეფე |
დედა: | იპოლიტა მარია სფორცა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იზაბელა დაიბადა 1470 წლის 2 ოქტომბერს ნეაპოლში. იგი იყო კალაბრიის ჰერცოგისა და მოგვიანებით ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ისა და მისი ცოლის, იპოლიტა მარია სფორცას ასული. მას ხშირ შემთხვევაში იზაბელა არაგონელად მოიხსენიებენ და არა ნეაპოლელად, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაგონში ერთხელაც არ ყოფილა, მისი გვარი არაგონიდან იყო წარმოშობით. 1489 წლის 2 თებერვალს იგი გაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო სფორცაზე. ამ ყოველივემ გააძლიერა ალიანსი მილანსა და ნეაპოლს შორის.
არც ისე ხანგრძლივი და ამასთან უბედური ქორწინებდან, იზაბელასა და ჯან გალეაცოს ოთხი შვილი შეეძინათ. მისი ქმარი, როგორც მილანის ჰერცოგი, თავისი ბიძის, ლუდოვიკო სფორცას მარიონეტი იყო. 1494 წლის 21 თებერვალს, 25 წლის ჯან გალეაცო ლუდოვიკომ მოაწამვლინა. იზაბელამ იგი ღიად დაადანაშაულა ამაში, თუმცა ამაოდ. ასევე, ნაცვლად იმისა, რომ ტახტზე მათი ვაჟი ფრანჩესკო ასულიყო, მილანის ჰერცოგი ლუდოვიკო გახდა. იგი ძლიერ დამცირებასა და შევიწროვებას განიცდიდა ლუდოვიკო სფორცასა და მისი ცოლის, ბეატრიჩე დ’ესტეს მხრიდან. მიუხედავად ამისა, იზაბელა ცდილობდა ვაჟისათვის ტახტის მოპოვებას, თუმცა ამაოდ.
1499 წელს მან თავის შვილებთან ერთად, სამუდამოდ დატოვა მილანი და მშობლიურ ნეაპოლში გადასახლდა, სადაც მას მისმა ძმამ ბარის ჰერცოგინიის წოდება უბოძა. ამის გამო, იგი ბარში დასახლდა, სადაც თავისი ციხე-სიმაგრე ააგო. 1501 წელს აქ მისი ორი ქალიშვილი, ხოლო 1512 წელს დაიღუპა მისი ერთადერთი ვაჟი, ფრანჩესკოც, რამაც იგი გაანადგურა. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები მისი ასულის, ბონას სარფიანად გათხოვებისთვის. საბოლოოდ იგი პოლონეთისა და ლიტვის დაქვრივებულ, თუმცა უშვილო მეფე სიგიზმუნდ I-ს მიათხოვეს. იზაბელა არაგონელი გარდაიცვალა 1524 წლის 11 თებერვალს, 53 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ნეაპოლის წმინდა დომენიკის სახელობის მავზოლეუმში.
აღსანიშნავია, რომ მილანში ცხოვრებისას იგი ლეონარდო და ვინჩის მუზა იყო, რის გამოც, ბევრი ფიქრობს, რომ ის იდუმალი ქალი, რომელიც ჯოკონდაზეა გამოსახული, შესაძლოა იზაბელა იყოს, რადგან მისი სახის ნაკვთები ემთხვევა მონა ლიზასას, მაგრამ მის გარდა, კიდევ არაერთ ქალბატონზე არსებობს იგივე ვერსია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.