იბერიის თემი
From Wikipedia, the free encyclopedia
იბერიის თემი (ბერძ. θέμα 'Ιβηρίας) — სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქი ბიზანტიის იმპერიაში, XI საუკუნეში, ქართული და სომხური მიწებისგან შედგენილი ერთეული. თემი შექმნილია, ბასილი II-ის მიერ, ბაგრატიონების დინასტიის (1000–1021) დომენის ანექსიითა და რამდენიმე სომხური მიწების შემოერთებით. თემის მოსახლეობა იყო მულტიეთნიკური, ქართული უმრავლესობით. თემმა არსებობა შეწყვიტა 1074 წელს, თურქ-სელჩუკების შემოსევების შედეგად.