From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დაარსდა 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით და შეადგენს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურულ ნაწილს.
თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე მიიღებიან უმაღლესი საერო განათლების მქონე და სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მამაკაცები 35 წლამდე.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. დაინიშნა 2009 წლის 23 ოქტომბერს.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წელი შედგება 2 სემესტრისაგან.
სწავლა იწყება 14 სექტემბერს და მთავრდება მაისის III კვირის პარასკევს. დასვენების დღეებად ცხადდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი დასვენების დღეები და დიდი საეკლესიო დღესასწაულები (21 სექტემბერი – ღვთისმშობლობა; 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა; 23 ნოემბერი – გიორგობა; 4 დეკემბერი – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება; 25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე; 6 მაისი – გიორგობა; 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე; 13 მაისი – ამაღლება), ასევე დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა და ბრწყინვალე შვიდეული.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორთან სათათბიროს უფლებებით მოქმედებს სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებანი სავალდებულოა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის.
სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.
სამეცნიერო საბჭოს წევრები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.