![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/B%25C3%25BCrgerPark_Bremen_21-04-2006_0044.jpg/640px-B%25C3%25BCrgerPark_Bremen_21-04-2006_0044.jpg&w=640&q=50)
ზიგფრიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზიგფრიდი, ასევე ზიგურდი, სიგურდი (გერმ. Siegfried, Sigurd) — სხვადასხვა გერმანული თქმულებისა და ლეგენდის გმირი. ზიგფრიდის შესახებ მოგვითხრობს თქმულებები ნიბელუნგების შესახებ, მათ შორის ყველაზე ცნობილი — „სიმღერა ნიბელუნგებზე“. ზიგფრიდის სახე გერმანულ თხზულებებში ყოველთვის დაკავშირებულია არაადამიანურ ძალასთან, დრაკონის მოკვლასთან, ზოგიერთ თხზულებაში ასევე დიდძალი განძის აღმოჩენასთან; ასევე ხშირად მოთხრობილია მისი მკვლელობის შესახებ ჰაგენის (სიმღერა ნიბელუნგებზე) ან გოტორმის (ჩრდილოეთში გავრცელებულ თხზულებებში) მიერ. მიუხედავად ამ საერთო ნიშნებისა, მისი ბიოგრაფია სხვადასხვა თხზულებებში, სადაც იგი გვხვდება, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან; მაგალითად, სხვადასხვაგან განსხვავებულადაა აღწერილი ზიგფრიდის წარმომავლობა, შემდგომი ცხოვრება, მისი მკვლელობის მიზეზი, მკვლელობის ადგილი, ასევე მის მიერ გამოყენებული მაგიური ნივთები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/B%C3%BCrgerPark_Bremen_21-04-2006_0044.jpg/640px-B%C3%BCrgerPark_Bremen_21-04-2006_0044.jpg)