ზენონ იყალთოელი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ზენონ იყალთოელი — VI საუკუნის შუა წლებში იყალთოში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 16 (29) ოქტომბერი). დააარსა იყალთოს მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.
ზენონ იყალთოელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია რომ ის იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და მოღვაწეობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.
ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება ზედაზნელის ცხოვრებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს 29 ოქტომბერს [ძვ. სტ. 16 ოქტომბერი] აღნიშნავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.