From Wikipedia, the free encyclopedia
ზამფარის შტატი (ინგლ. Zamfara State) — შტატი ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზამფარის შტატი ინგლ. Zamfara State | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიგერია | ||||
ადმ. ცენტრი | Gusau | ||||
შიდა დაყოფა | Anka[1] [2] , Bakura[1] [2] , Birnin Magaji/Kiyaw[1] [2] , Bukkuyum[1] [2] , Kaura Namoda[1] [2] , Gusau[1] [2] , Gummi[1] [2] , Tsafe[1] [2] , Bungudu[1] [2] , Maradun[1] [2] , Maru[1] [2] , Talata Mafara[1] [2] , Shinkafi[1] [2] და Zurmi[1] [2] | ||||
კოორდინატები | 12°10′00″ ჩ. გ. 6°15′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 ოქტომბერი, 1996 | ||||
ფართობი | 39 762 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 3 278 873 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 82,46 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
ოფიციალური საიტი | zamfarastate.net | ||||
ზამფარის შტატი ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიგერის სახელმწიფოს, ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით — სოკოტოს შტატს, სამხრეთით — ნიგერის, კადუნის და კების შტატებს და აღმოსავლეთით — კატსინის შტატს.
ზამფარის შტატი შეიქმნა 1996 წელს სოკოტოს შტატის შემადგენლობიდან გამოყოფის გზით.[4][5] ზამფარის შტატი იყო ნიგერიის პირველი ტერიტორია, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე ოფიციალურად დაამტკიცა შარიათის ნორმები.[4]
ენუგუს შტატი დაყოფილია 14 თვითმმართველობის რაიონად.
როგორც მეზობელ შტატებში, მოსახლეობის უმრავლესობა (80 %) დაკავებულია სოფლის მეურნეობის სფეროში. რეგიონში ძირითადად მოჰყავთ შემდეგი კულტურები სიმინდი, ფეტვი, არაქისი, ბრინჯი, ბამბა, თამბაქო და სხვა.[4][6] 2000-იანი წლებიდან ზამფარის შტატის ხელისუფლება ატარებს მეწარმეების წახალისების პოლიტიკას (როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელების) მრეწველობის სექტორის განვითარების ინვესტირების სახით. შტატში ფუნქციონირებს ტექსტილის (Zamfara Textile Industries Limited), მცენარეული ზეთის (Gusau Oil Mill) და სხვა სამრეწველო წარმოება.[4]
ზამფარის შტატის მიწა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვება ოქრო, გრანიტი, კვარცი, ქრომი და სხვა,[6] მაგრამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ხშირად მიმდინარეობს ნახევრადლეგალური და არალეგალური მეთოდებით. შედეგად ზარალი ადგება არა მარტო ბუნებას, არამედ ადამიანების ჯანმრთელობასაც, რომლებიც უშუალოდ ამ სფეროში მუშაობენ.[7]
ზამფარის შტატში არსებობს მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ტურისტების ყურადღებას იზიდავს: ძველი ქალაქი ჯატა, ჩანჩქერი კვატარკვაში, კალალე (წყალსატევი — ბეჰემოთების საცხოვრებელი ადგილი) და ბევრი სხვა.[4][6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.