ვიქტორ ბუნაკი
რუსი ანთროპოლოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორ ვალერიანის ძე ბუნაკი (რუს. Ви́ктор Валериа́нович Буна́к) (დ. 10 სექტემბერი, 1891, მოსკოვი, — გ. 11 აპრილი, 1979, იქვე) — რუსი ანთროპოლოგი, რუსული ფიზიკური ანთროპოლოგიის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1925).
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება (1912). წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ინსტიტუტს და ანთროპოლოგიის კათედრას. მისი შრომები შეეხება ანთროპოლოგიის თითქმის ყველა ძირითად დარგს, არის ავტორი რამდენიმე სახელმძღვანელოსი. პირველად მან სცადა აღმოსავლეთ სლავების ანთროპოლოგიური კლასიფიკაციის შექმნა, ასევე შეისწავლა კავკასიის ბრინჯაოს ხანის მოსახლეობა, გაავლო პარალელები წინა აზიის მოსახლეობასთან და შეადგინა კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიური შემადგენლობის ორიგინალური სქემა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, ლენინის ორდენი.