ვახტანგ ორბელიანი (მწერალი)
ქართველი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე / From Wikipedia, the free encyclopedia
ვახტანგ ვახუშტის ძე ორბელიანი (დ. 1700 ― გ. წელი უცნობია) ― ქართველი მწერალი, სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე II-ის პირველი ცოლის - ქეთევანის მამა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი. |
სწრაფი ფაქტები ვახტანგ ორბელიანი, დაბადების თარიღი ...
ვახტანგ ორბელიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1700 |
საქმიანობა | მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე |
ნათესავ(ებ)ი | ერეკლე II |
დახურვა
1735-იდან იყო ჯერ მოსკოვში, შემდეგ პეტერბურგში. 1738 დაბრუნდა საქართველოში. რუსეთში ყოფნისას დაწერა თავისი პირველი თხზულება - მოგზაურობის ჟანრის „პეტერგოფის აღწერა“, რომელშიც გადმოსცა რუსეთის მეფეთა საგაზაფხულო რეზიდენციის ნახვით გამოწვეული შთაბეჭდილებანი. წერდა ლექსებს, ანბანთქებებს. ვახტანგ VI-ის კვინკლოსისთვის შეადგინა „კვინკლოსით სარგესლობის წესი“.