From Wikipedia, the free encyclopedia
ვარსკვლავთგროვა (ან ვარსკვლავური ღრუბელი) — ვარსკვლავთა შეჯგუფება. ვარსკვლავთგროვის ორი ტიპი არსებობს: სფერული გროვა ერთმანეთთან გრავიტაციით დაკავშირებული ხნიერი ვარსკვლავებით დასახლებული მჭიდრო ჯგუფია, ხოლო ღია გროვაში ნაკლები რაოდენობის ვარსკვლავი შედის: ძირითადად რამდენიმე ასეულ წევრზე ნაკლები და ხშირად ძალიან ახალგაზრდები. ღია გროვა დროთა განმავლობაში გიგანტური მოლეკულური ღრუბლების გრავიტაციული გავლენით იშლება, როდესაც ის გალაქტიკაში მოძრაობს, თუმცა გროვის წევრები გააგრძელებენ მოძრაობას ერთი და იმავე მიმართულებით კოსმოსში, მიუხედავად იმისა, რომ გრავიტაციულად ჩაჭერილები აღარ არიან: მათ შემდეგ „ვარსკვლავური გაერთიანება“ ეწოდება, ხოლო ზოგჯერ „მოძრავ ჯგუფსაც“ უწოდებენ.
შეუიარაღებელი თვალისათვის ხილული ვარსკვლავთგროვებია: პლეადა, ჰიადი და ბიჰივის გროვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.