From Wikipedia, the free encyclopedia
ვარაჰაგირი ვენკატა გირი (ტელუგ. వరాహగిరి వేంకట గిరి, ჰინ. वराहगिरी वेंकट गिरी; დ. 10 აგვისტო, 1894, ბერჰამპური, ინდოეთი – გ. 23 ივნისი, 1980, ჩენაი, ინდოეთი) — ინდოელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ინდოეთის პრეზიდენტი 1969-1974 წწ. ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი 1967-1969 წწ. სხვადასხვა დროს იყო კარნატაკას, კერალას და უტარ-პრადეშის შტატების გუბერნატორი.
ვარაჰაგირი ვენკატა გირი | |
ინდოეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აგვისტო, 1969 – 24 აგვისტო, 1974 | |
წინამორბედი | მოჰამად ჰიდაიატულაჰი (მ/შ) |
მემკვიდრე | ფაჰრუდინ ალი აჰმედი |
ინდოეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 მაისი, 1969 – 20 ივლისი, 1969 | |
პრემიერ-მინისტრი | ინდირა განდი |
წინამორბედი | ზაქირ ჰუსეინი |
მემკვიდრე | მოჰამად ჰიდაიატულაჰი |
დაბადებული | 10 აგვისტო, 1894 ბერჰამპური, ინდოეთი |
გარდაცვლილი | 23 ივნისი, 1980 ჩენაი, ინდოეთი |
რელიგია | ინდუიზმი |
უმაღლესი განათლება მიიღო დუბლინის უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მონაწილეობდა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლიდან იყო რკინიგზის მუშათა ინდოეთის ფედერაციის გენმდივანი, შემდეგ პრეზიდენტი. 1926 წლიდან იყო პროფკავშირთა სრულიად ინდოეთის კონგრესის პრეზიდენტი. 1937-1939 და 1946-1947 წლებში იყო შრომის მინისტრი მადრასის შტატის მთავრობაში. 1947-1951 წლებში იყო ინდოეთის ელჩი ცეილონზე. 1952-1954 წლებში იყო ინდოეთის შრომის მინისტრი. 1957-1960 წლებში იყო უტარ-პრადეშის, 1961-1965 წლებში კერალას და 1965-1967 წლებში მაისურის შტატის გუბერნატორი. 1967-1969 წლებში იყო ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1969-1974 წლებში პრეზიდენტი.
წინამორბედი: ზაქირ ჰუსეინი |
ინდოეთის პრეზიდენტის მ/შ 1969 |
შემდეგი: მოჰამად ჰიდაიატულაჰი |
წინამორბედი: მოჰამად ჰიდაიატულაჰი |
ინდოეთის პრეზიდენტი 1969 – 1974 |
შემდეგი: ფაჰრუდინ ალი აჰმედი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.