ეჰუდ ოლმერტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეჰუდ ოლმერტი (ებრ. אהוד אולמרט; დ.30 სექტემბერი, 1945) — ისრაელის მე-12 პრემიერ-მინისტრი 2006-2009 წლებში.
ოლმერტი პრემიერ-მინისტრი გახდა 2006 წლის 13 აპრილს, თუმცა, მოვალეობის შემსრულებლად ამავე წლის 4 იანვრიდან იყო მისი წინამორბედის არიელ შარონის ავადმყოფობის გამო. მანამდე ოლმერტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ფინანსთა, ინდუსტრიის, ვაჭრობისა და შრომის და მიწის ადმინისტრაციის მინისტრების და იერუსალიმის მერის პოსტზე მსახურობდა.