From Wikipedia, the free encyclopedia
ეშმაკი ატარებს პრადას (ინგლ. The devil wears prada) — 2006 წლის კომედიური დრამა, რომელიც წარმოადგენს ლორენ ვეისბერგერის 2003 წლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას. ფილმის რეჟისორია დევიდ ფრანკელი, ხოლო პროდიუსერი - ვენდი ფაინერმენი. ფილმის დისტრიბუტორია კომპანია 20th Century Fox-ი. მერილ სტრიპმა შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.
„ეშმაკი ატარებს პრადას“ | |
---|---|
რეჟისორი | დევიდ ფრანკელი |
პროდიუსერი | ვენდი ფინერმენი |
სცენარის ავტორი | ალინ ბროშ მაკკენა |
ნაწარმოები |
„ეშმაკი ატარებს პრადას“ — ლორენ ვეისბერგი |
როლებში |
მერილ სტრიპი ენ ჰეთეუეი ემილი ბლანტი სტენლი ტუჩი |
კომპოზიტორი | თეოდორ შაპირო |
სტუდია | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი |
აშშ: 30 ივნისი, 2006 კანადა: 30 ივნისი, 2006 ავსტრალია: 28 სექტემბერი, 2006 ინგლისი: 5-6 ოქტომბერი, 2006 ახალი ზელანდია: 19 ოქტომბერი, 2006 |
ხანგრძლივობა | 106 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
$ 35 000 000 |
შემოსავალი | $ 326 308 924 |
ენდი, რომელმაც კოლეჯი ახლახან დაამთავრა, მიემგზავრება ნიუ-იორკში და ოცნებობს გახდეს ჟურნალისტი. ის დროებით იწყებს მუშაობას მოდის ჟურნალის ძლევამოსილი და მომთხოვნი რედაქტორის, მირანდა პრისტლის ასისტენტად, რომელიც აუტანელი ხასიათითაა ცნობილი. პრისტლი იმ თაობის ქალია, რომელსაც წარმატების მიღწევა ისეთ სამყაროში მოუწია, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ. მან კარიერა პირადი და ოჯახური ცხოვრების ხარჯზე გაიკეთა. ენდი ყველა სირთულეს შესანიშნავად გაართმევს თავს, ჩაცმას და დახურვასაც ისწავლის, თავისი მონსტრი უფროსის პატივისცემასაც დაიმსახურებს, პარიზშიც კი მოხვდება. ბოლოს ენდი მოვალეობასა და სიყვარულს შორის, მაინც სიყვარულს აირჩევს და თავის მზარეულ შეყვარებულს დაუბრუნდება.
ფილმში ასევე თამაშობენ: ადრიან გრენირი, საიმონ ბეიკერი და ტრეისი ტომსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.