ეპიფიტები

From Wikipedia, the free encyclopedia

ეპიფიტები

ეპიფიტები (ეპი... და ბერძნ. phyton — მცენარე) — ბალახოვანი ან მერქნიანი მცენარეები, რომლებიც სახლდებიან სხვა მცენარეებზე, ძირითადად ღეროებსა და ტოტებზე. ფოთლებზე დასახლებულ ეპიფიტებს ეპიფილებს უწოდებენ.

Thumb

პარაზიტებისაგან განსხვავებით, ეპიფიტები საკვებს იმ მცენარიდან კი არ იღებენ, რომლებზეც სახლდებიან, არამედ გარემოდან. განსაკუთრებით მდიდარია ეპიფიტებით ტენიანი ტროპიკული ტყეები, სადაც ეპიფიტებიდან უფრო მეტად ყვავილოვანი მცენარეები გვხვდება. ტენიან, მაგრამ ნაკლებად თბილ ადგილებში კი (მათ შორის მთიან რაიონებში) ხშირია ხავსი, გვიმრა და ლიქენი. საქართველოში ეპიფიტებია ძირითადად ზოგიერთი წყალმცენარე, მღიერი და ხავსი. ისინი სახლდებიან ნაძვზე, სოჭზე, ფოთლოვან მცენარეებზე და სხვა. ეპიფიტებით მდიდარია კოლხეთის სოჭნარ-ნაძვნარი, ბზიანები (ბზიფის ხეობა), უთხოვრიანი (ბაწარას ხეობა), ღვიანები (კარსანი, სარკინეთი, ვაშლოვანის ნაკრძალი) და სხვა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.