ემბრიოგენეზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემბრიოგენეზი — ჩანასახოვანი ანუ ემბრიონული განვითარება. ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პირველი პერიოდი განაყოფიერებიდან აქტიური ცხოვრების დაწყებამდე.
ემბრიოგენეზი იწყება სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერებით. განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედს ეწოდება ზიგოტა. ზიგოტა დიპლოიდური უჯრედია. ზიგოტა განიცდის მიტოზურ დაყოფას და უჯრედულ დიფერენციაციას, რასაც შედეგად მოჰყვება მრავალუჯრედიანი ემბრიონის ჩამოყალიბება.