From Wikipedia, the free encyclopedia
აბულ გაზი სულთან ელქას მირზა (სპარს. ابوالقاسم قاضی سلطان آل قصبه میرزا, დ. 15 მარტი, 1516 ― გ. 9 აპრილი, 1550) ― სეფიანი უფლისწული, ისმაილ I-ის მეორე ძე, თამაზ I-ის უმცროსი ძმა.
ელქას მირზა | |
---|---|
Əlqas Mirzə | |
ელქას მირზა სულთან სულეიმანის კარზე | |
ასტრაბადის გუბერნატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1532 |
მმართ. დასასრული: | 1533 |
შირვანის მე–2 ბეგლარბეგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1538 |
მმართ. დასასრული: | 1547 |
წინამორბედი: | ჰუსეინ ბეგ შამლუ |
მემკვიდრე: | აბდულა ხან უსტაჯლუ |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 მარტი, 1516 |
დაბ. ადგილი: | ყარაბაღი |
გარდ. თარიღი: | 9 აპრილი, 1550 |
გარდ. ადგილი: | ყაჰყაჰის ციხესიმაგრე |
შვილები: |
აჰმად მირზა ფარუჰ მირზა |
სრული სახელი: | აბულ გაზი სულთან ელქას მირზა |
დინასტია: | სეფიანები |
მამა: | ისმაილ I |
დედა: | თაჯლუ ხანუმი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
აღიზარდა თავრიზში. 1532 წელს მისმა ძმამ, შაჰ-თამაზმა აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა და ელქას მირზა დანიშნა ასტრაბადის გამგებლად. 1538 წელს ძმის დავალებით აიღო შირვანი და სწორედ მის მმართველად დაინიშნა. პარალელურად ეკავა დერბენტის ბეგლარბეგის თანამდებობა. შაჰ-თამაზის საქართველოში მეორე ლაშქრობის დროს დაევალა ჩერქეზების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელშიც ის სასტიკად დამარცხდა.
ელქას მირზა დერბენტში ყოფნის დროს აჯანყდა და თავი შაჰად გამოაცხადა, მაგრამ მისმა ძმამ საქართველოდან დერბენტში მალევე გადაინაცვლა და ელქას მირზას მოუწია ყირიმში გაქცევა, იქიდან კი ჩავიდა ოსმალეთში და ტახტზე ასასვლელად დახმარება სულეიმან I-ს სთხოვა. მან მიიღო სუნიტური ისლამი და სულთანს ირანის სუნიზმზე მოქცევასა და ერაყის გადაცემას დაჰპირდა.
მან დაიწყო ბრძოლა სეფიანების წინააღმდეგ, უხელმძღვანელა ოსმალთა არმიას 1548-1550 წლის კამპანიის დროს, რომელშიც წარმატებას ვერ მიაღწია და თავის ძმას ტყვედ ჩაუვარდა. 1550 წლის 9 აპრილს, შაჰის ბრძანებით ელქას მირზა თავის ვაჟებთან ერთად ყაჰყაჰის ციხე-სიმაგრეში სიკვდილით დასაჯეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.