![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/63/Study_for_The_Quarrel_of_Oberon_and_Titania.jpg/640px-Study_for_The_Quarrel_of_Oberon_and_Titania.jpg&w=640&q=50)
ელფები
From Wikipedia, the free encyclopedia
ელფები (გერმ. elf — თეთრი (alb-ისგან) — ზღაპრული ხალხი გერმანულ, სკანდინავიურ და კელტურ ფოლკლორში. ლიტერატურაში ხანდახან გვხვდება ალბები (ალფები) — álfr - სკანდინავ.), სიდები (sidhe - ძვ. ირლ.).
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/63/Study_for_The_Quarrel_of_Oberon_and_Titania.jpg/640px-Study_for_The_Quarrel_of_Oberon_and_Titania.jpg)
სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაში ელფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მათი საერთო დახასიათების მიხედვით, ისინი არიან ნათელი ფერის, ქერათმიანი არსებანი, ტყის სულები, რომლებიც ადამიანებს ემეგობრებიან. ელფებს ზღაპრებისა და ლეგენდების გარდა, მეტწილად ფანტაზიის ჟანრის ლიტერატურაში ვხვდებით გნომებთან, გობლინებთან და ტროლებთან ერთად. ზოგიერთ ნაწარმოებში კი ელფებსა და ფერიებს შორის განსხვავებაც ფაქტობრივად არ არსებობს.