ელისაბედ ალექსანდრეს ასული
From Wikipedia, the free encyclopedia
ელისაბედ ალექსანდრეს ასული (რუს. Елизавета Алексеевна), დაბ. ლუიზა მარია ავგუსტა ბადენელი (გერმ. Luise Marie Auguste von Baden; დ. 24 იანვარი, 1779, კარლსრუე, ბადენი, გერმანია — გ. 16 მაისი, 1826, ბელიოვი, ტულა, რუსეთი) — ცერინგენების დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1801–25 წლებში როგორც ალექსანდრე I-ის მეუღლე.
ელისაბედ ალექსანდროვნა | |
---|---|
რუსეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 15 სექტემბერი, 1801 |
მმართ. დასაწყისი: | 24 მარტი, 1801 |
მმართ. დასასრული: | 1 დეკემბერი, 1825 |
წინამორბედი: | მარია დოროთეა ვიუტემბერგელი |
მემკვიდრე: | შარლოტა პრუსიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 იანვარი, 1779 |
დაბ. ადგილი: | კარლსრუე, ბადენი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 16 მაისი, 1826, (47 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბელიოვი, ტულა, რუსეთი |
მეუღლე: |
ალექსანდრე I, რუსეთის იმპერატორი (ქ. 1793 - გარდ. 1825) |
შვილები: |
მარია ალექსანდროვნა ელისაბედ ალექსანდროვნა |
სრული სახელი: | ლუიზა მარია ავგუსტა ფონ ბადენი |
დინასტია: | ცერინგენები |
მამა: | კარლ ლუდვიგი, ბადენის პრინცი |
დედა: | ამალია ჰესენ-დარმშტადტელი |
რელიგია: |
ჯერ ლუთერანიზმი შემდეგ მართლმადიდებლობა |
მისი დაბადების სახელი ლუიზა იყო, მისი მშობლები კი ბადენის პრინცი კარლ ლუდვიგი და მისი მეუღლე, ლანდგრაფინია ამალია ჰესენ-დარმშტადტელი იყვნენ. იგი კარლსრუეს სამეფო კარზე ჩაკეტილად იზრდებოდა თავისი ბაბუის, მარკგრაფ კარლ ფრიდრიხის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში.
1792 წელს პრინცესა ლუიზა რუსეთში ჩავიდა, სადაც შეხვდა იმპერატრიცა ეკატერინე II-ს, რომელმაც იგი თავის უფროს შვილიშვილ ალექსანდრე პავლოვიჩზე დააქორწინა. ქორწინების წინ იგი მართლმადიდებლობაზე მოექცა და ელისაბედ ალექსანდროვნას სახელი მიიღო. მათი ქორწინება 1793 წლის 28 სექტემბერს შედგა, როცა სასიძო 15-ის, ხოლო საპატარძლო 14-ის იყო. აღსანიშნავია, რომ მათი ქორწინება ბედნიერი იყო. ელისაბედ ალექსანდროვნა ლამაზი, თუმცა მორცხვი და ჩაკეტილი იყო. წყვილს მხოლოდ ორი გოგონა შეეძინა, რომლებიც ჩვილობაშივე დაიღუპნენ. მისი მამამთილის, პავლე I-ის მმართველობისას იგი ქმარს მეტი პოლიტიკური აქტიურობისაკენ მოუწოდებდა, ხოლო როცა იმპერატორი მოკლეს მისი დამსახურებით შეძლო ალექსანდრე I-მა ტახტზე ასვლა, რადგანაც ტახტის მიტაცება მის დედამთილს სურდა.
როგორც იმპერატორის მეუღლეს, ელისაბედს დიდი როლი ეკავა სამეფო კარისა და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა რუსეთის პირველი ქალბატონი კვლავ მისი დედამთილი მარია ფეოდოროვნა იყო, რომელიც მის დაჩრდილვას ყველანაირად ცდილობდა. მიუხედავად ამისა და ალექსანდრეს პერიოდული რომანებისა, საიმპერატორო წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობდა. ელისაბედი რუსებში არც ისე დიდი სიყვარულით სარგებლობდა, რადგან მასაც დიდად გულზე არ ეხატებოდა რომანოვები. ნაპოლეონის შემოჭრების დროსაც კი, მას არანაირი პოლიტიკური გავლენა არ ჰქონდა და ყველაფერს მისი დედამთილი აკონტროლებდა. იგი მხოლოდ 1814 წელს გამოჩნდა, რომლის მოწოდებითაც მიიღო მონაწილეობა იმპერატორმა ვენის კონგრესში. რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, 1820 წელს ელისაბედი და ალექსანდრე შერიგდნენ. 1824 წელს ისინი კვლავ ბედნიერი და ახალგაზრდა წყვილი იყო, თუმცა 1825 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმა, ნიკოლოზ I ავიდა. ქმრის გარდაცვალებიდან ხუთ თვეში, 1826 წელს ელისაბედ ალექსანდროვნა გარდაიცვალა.