ელ კლასიკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ელ კლასიკო (ესპ. El Clásico) — საფეხბურთო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ხვდებიან.
1902 წელს გაიმართა პირველი ელ კლასიკო „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც ბარსელონელებმა მადრიდის რეალის ფეხბურთელები დაამარცხეს ანგარიშით 3-1. დღემდე, სულ ჩატარდა 236 ოფიციალური მატჩი, საიდანაც 95 „რეალმა“ მოიგო, 92 – „ბარსელონამ“, ხოლო 49 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. არაოფიციალურ შეხვედრებში ეს გუნდები ერთმანეთს სულ 34-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც „ბარსელონამ“ 20 შეხვედრაში იმარჯვა, 4-ში „რეალმა“, ხოლო 10 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.