From Wikipedia, the free encyclopedia
ეთნოგენეზი (ძვ. ბერძნ. ἔθνος — ხალხი, ძვ. ბერძნ. γένεσις — წარმომავლობა) — ამა თუ იმ ხალხის ერად ჩამოყალიბების ხანგრძლივი ისტორიული პროცესი. მეცნიერება იცნობს ორი სახის ეთნოგენეზს — პირველი გულისხმობს ხალხის ისტორის საწყის სტადიას, როდესაც ერთ გეოგრაფიულ გარემოში მცხოვრებ მონათესავე და ზოგჯერ არამონათესავე ტომებს უყალიბდებათ საერთო ნიშნები, საერთო ენა, კულტურა სამეურნეო ტრადიციები, მსოფლაღქმა — ყოველივე ის რაც ერთობლიობაში ეროვნულ თვითშეგნებას განსაზღვრავს.
მეორე ტიპის ეთნოგენეზი ახალი დროის მოვლენაა, იგი შეიძლება განვითარდეს მიგრაციების შედეგად, უკვე ჩამოყალიბებული ეთნოსთა ასიმილაცისა და კონსოლიდაციის გზით. მაგალითად, ამერიკელი ხალხის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღო ევროპულმა, აზიურმა, და აფრიკულმა ეთნოსებმა. შესაძლებელია პირიქითაც მოხდეს, უკვე ჩამოყალიბებული ეთნოსის შიგნით მოხდეს ახალი ეთნოსის წარმოშობა.
მკვლევართათვის შედარებით იოლია ასეთი „ახალგაზრდა“ ეთნოსების ჩამოყალიბების პროცესებზე დაკვირვება, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ განკარგულებაშია უამრავი დადასტურებული ფაქტი, წერილობითი, ზეპირი, ყოფითი და სხვა სახის ისტორიული წყარო. ამის საპირისიროდ, უაღრესად რთულია ძველი ხალხების ეთნოგენეზის კვლევა, რადგან საამისოდ პირდაპირი, უეჭველი მოწმობები მეცნიერებას არ გააჩნია. სწორედ ამიტომ ძველი ხალხების ეთნოგენეზს მეცნიერები ერთდროულად რამდენიმე დისიპლინის შესაყარზე იკვლევენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.