ევთანაზია
სიცოცხლის შეწყვეტის ფორმა / From Wikipedia, the free encyclopedia
ევთანაზია, ევთანასია — სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება. მოტივი აღნიშნული დანაშაულისა არის სიბრალულის გრძნობა, რომელიც დამნაშავეს აქვს მსხვერპლის მიმართ.
ევთანაზია შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, რომელიც ექიმის ან ახლობლების კომპეტენციაა. ევთანაზიასთან დაკავშირებით არსებობს სამი სხვადასხვა სახის პოზიცია. პირველი პოზიციის თანახმად, ევთანაზიას ითვლება მკვლელობად, რომელსაც ემხრობიან შემდეგი ქვეყნები: ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი. მეორე პოზიციის თანახმად ქვეყნებში, რომლებიცაა გერმანია და ავსტრია დაწესებულია სასჯელი, რომელიც მოქმედებს ყველა იმ პირზე ვინც მიმართავს ევთანაზიის პროცესს. მესამე პოზიცია გულისხმობს ევთანაზიის დეკრიმინალიზაციას, ეს კი ნიშნავს კონკრეტული ქმედებისთვის დანაშაულის სტატუსის მოხსნას, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად.
ევთანაზია თავის მხრივ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ორ ძირითად უფლებას შორის დაპირისპირებას, ესენია: თავისუფლების ავტონომია და სიცოცხლის უფლება. თავისუფლების ავტონომიაში მოიაზრება პირადი ცხოვრების თავადვე განკარგვა და სხვისი ჩარევის დაუშვებლობა, ხოლო ადამიანის სიცოცხლის უფლება ის უფლებაა, რომელიც ყველა უფლების წინაპირობას წარმოადგენს და არავის არ აქვს უფლება ხელყოს ის. თავისუფლების ავტონომიის მომხრე ქვეყანას წარმოადგენს შვეიცარია, სადაც დაშვებულ ნორმად მიიჩნევა ევთანაზია. მეტიც, ადამიანები, რომელთა ქვეყნებშიც ევთანაზია აკრძალულია, შვეიცარიაში სწორედ იმისთვის მიდიან, რომ ეს პროცესი იქ განახორციელონ. შვეიცარიის მთავრობის აზრით, აუცილებელია შეზღუდვის დაწესება, რაშიც მოიაზრება მხოლოდ იმ ადამიანების მოკვდინება, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ ეს. შვეიცარიის კანონმდებლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ევთანაზია არ უნდა იქცეს ბიზნესად შვეიცარიის კლინიკებისთვის და უნდა დაწესდეს აკრძალვის რაიმე ფორმა.
ევთანაზიის შესახებ არსებობს ორი ცნება: „პასიური ევთანაზია“ და „აქტიური ევთანაზია“. პასიურ ევთანაზიაზე საუბრისას განასხვავებენ დისთანაზიისა და ორთოთონაზიის ცნებებს. მოცემული პროცესები ხშირ შემთხვევაში ჰუმანურ აქტად ითვლება. ავადმყოფებს დამახასიათებელი ფსიქოლოგია აქვთ, გარემოსთან ურთიერთობის ინდივიდუალური ხასიათი, ავადმყოფთა ასეთი დიფერენციაცია კი ექიმს კარნახობს, რომ თვითონაც დიფერენციული იყოს მათთან ურთიერთობისას. ყველა ავადმყოფს ინდივიდუალური, უნიკალური თვისებები, მიდრეკილებები და სურვილები გააჩნია.