![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/4/49/Evgeni_Kharadze.jpeg/640px-Evgeni_Kharadze.jpeg&w=640&q=50)
ევგენი ხარაძე
ქართველი ასტრონომი / From Wikipedia, the free encyclopedia
ევგენი ხარაძე (დ. 31 ოქტომბერი [ძვ. სტ. 18 ოქტომბერი], 1907, თბილისი — გ. 10 ოქტომბერი 2001, თბილისი) — ქართველი ასტრონომი. საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1977), პრეზიდენტი (1978-1986). საქართველოსა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული მოღვაწე. სკკპ წევრი 1942 წლიდან. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1930). 1949 წლიდან პროფესორი იქვე, 1939 წლიდან ასტრონომიის კათედრის გამგე, 1959 წლის მარტიდან 1966 წლის მარტამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
სწრაფი ფაქტები ევგენი ხარაძე, დაბ. თარიღი ...
ევგენი ხარაძე | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 18 (31) ოქტომბერი, 1907 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 2001(2001-10-10) (93 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() ![]() |
საქმიანობა | ასტრონომი და პოლიტიკოსი |
მუშაობის ადგილი | აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ხალხთა მეგობრობის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და ღირსების ორდენი |
დახურვა