ეგვიპტური იეროგლიფები
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგვიპტური იეროგლიფები — ნიშნები ძველეგვიპტური დამწერლობისა, რომლებიც ძველი ეგვიპტური ენის ჩასაწერად გამოიყენებოდა. ეგვიპტური ნიშნები თავდაპირველად წმინდა იეროგლიფური ხასიათისა იყო (ერთი სიმბოლო მთლიან სიტყვას აღნიშნავდა), დროთა განმავლობაში კი დამწერლობა შეივსო თანხმოვნების აღმნიშვნელი სიმბოლოებითა და დამატებითი, დამხმარე ნიშნებით. დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. 3200-დან ახ. წ. 300-მდე ეგვიპტესა და ნუბიაში. ეგვიპტურ იეროგლიფებს იყენებდა ასევე პტოლემეური ეგვიპტური ენა[1]. შედგებოდა ფონოგრამების (ცალკეული ბგერების სიმბოლოები), დეტემინატივებისა (დამხმარე ნიშნები) და იდეოგრამებისაგან (მთლიანი სიტყვის სიმბოლო). თავდაპირველად სიმბოლოთა რაოდენობა დაახლოებით 700-ს შეადგენდა, ბერძნულ-რომაულ ხანაში კი მათი რიცხვი 7000-მდე გაიზარდა. იეროგლიფთა რაოდენობით ეგვიპტური დამწერლობა ერთ-ერთი უმდიდრესია[2]. ჩვეულებრივი ანბანებისაგან განსხვავებით, ეგვიპტური იეროგლიფების თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ იყო; სავარაუდოდ მხოლოდ გვიანი პერიოდის ხანაში უნდა გაწყობილიყო რამდენიმე თანხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი ანბანურ რიგზე, რომელიც ძალიან ჰგავს, სხვა, იმდროინდელი სამხრეთსემიტური დამწერლობების ანბანურ წყობას.[3]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ეგვიპტური იეროგლიფები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ეგვიპტური იეროგლიფები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ეგვიპური იეროგლიფები | ||
---|---|---|
ტიპი: | პიქტოგრაფული | |
ენები: | ძველი ეგვიპტური ენა, კოპტური ენა | |
შექმნა | უცნობია. გადმოცემის თანახმად მზის ღვთაება რამ | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 3200 - 400 | |
წინამორბედი დამწერლობები: | ეგვიპური იეროგლიფები | |
წარმოებული დამწერლობები: | იერატიკული, დემოტიკური, მეროიტული, პროტოსემიტული | |
ISO 15924 კოდი: | Egyp | |