From Wikipedia, the free encyclopedia
დურნუკი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი დურნუკისა და პატარა დურნუკის ძველი სახელწოდება.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში, როგორც სამეფო სოფელი დურნუკი. სოფლის ტერიტორია დასახლებული ყოფილა წინაფეოდალური ხანიდან. აღმოჩენილია ციკლოპური ტიპის ლოდოვანი და გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვანი ქვაყუთები, ფეოდალური ხანის ქვაჯვარები, გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია, კერამიკული ნაწარმი. მოგვიანებით დურნუკი ორად გაიყო – დიდ დურნუკად და პატარა დურნუკად. 2014 წლის აღწერით დურნუკის თემში ცხოვრობს 70 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.