დრეზდენის დაბომბვა
From Wikipedia, the free encyclopedia
დრეზდენის დაბომბვა — განხორციელდა 1945 წლის 13-14 თებერვალს ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ცეცხლოვანი დაბომბვისა და აშშ-ის არმიის საჰაერო ძალების დამატებითი იერიშის შედეგად. დრეზდენი, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი მდინარე ელბაზე, ფერფლად იქცა. მასიურმა დაბომბვამ ცეცხლოვანი შტორმი გამოიწვია, რომელმაც ყველაფერი შთანთქა მის გზაზე. დაღუპულთა რაოდენობა 22,000—25,000 შორის მერყეობს.