![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/DJIA_historical_graph_%2528log%2529.svg/langka-640px-DJIA_historical_graph_%2528log%2529.svg.png&w=640&q=50)
დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი
From Wikipedia, the free encyclopedia
დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი (ინგლ. Dow Jones Industrial Average, NYSE: DJI, ასევე DJIA, Dow 30, ან არაფორმალურად Dow industrials, Dow Jones ან The Dow) — ერთ-ერთი უოლ სტრიტ ჯორნალის რედაქტორისა და დოუ ჯონს & კომპანის თანადამფუძნებელი ჩარლზ დოუს მიერ შექმნილ სააქციო ბაზრის ინდექსთაგან. დოუმ ინდექსი შექმნა ამერიკის საფონდო ბაზრების სამრეწველო კომპონენტის ანალიზისთვის. იგი აშშ-ში უწყვეტად მოქმედი საბაზრო ინდექსთაგან უძველესია, დოუ ჯონსის სატრანსპორტო ინდექსთან ერთად, რომელიც ასევე დოუს შექმნილია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cd/DJIA_historical_graph_%28log%29.svg/langka-640px-DJIA_historical_graph_%28log%29.svg.png)
ამჟამად ეს ინდექსი აშშ-ის 30 უმსხვილესი და ყველაზე დივერსიფიცირებულ საზოგადო კომპანიებს მოიცავს. სახელში „ინდუსტრიული“ ნაწილი უმეტესწილად ისტორიულ ფუნქციას ატარებს — 30 თანამედროვე კომპონენტთაგან უმეტეს წილს მძიმე მრეწველობასთან კავშირი თითქმის არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ DJIA არის აქციების ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული ინდექსი, ბევრი პროფესიონალი მიიჩნევს, რომ იგი არაადეკვატურად ასახავს აშშ-ის საერთო საფონდო ბაზარს სხვა უფრო ფართო საბაზრო ინდექსებთან შედარებით, როგორიცაა S&P 500 ან ინდექსი Russell 2000.
ინდექსის ყველაზე დიდი ვარდნა მოხდა 1987 წლის „შავ ორშაბათს“, როდესაც დოუ-ჯონსმა დაკარგა 22,6 %.[1]