From Wikipedia, the free encyclopedia
დონი იენი (ნამდვილი სახელი და გვარია: ჯენ ძიდანი; ჩინ.: 甄子丹; დ. 27 ივლისი 1963) — ჩინელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, ტრიუკებისა და საბრძოლო სცენების დამდგმელი.
დონი იენი დაიბადა 1963 წლის 27 ივლისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში. ქალაქ გუანჯოუში დონი იენმა 2 წელი იცხოვრა, რის შემდეგაც მისი მშობლები საცხოვრებლად ჰონგ-კონგში გადავიდნენ. დონი იენის დედა დაკავებული იყო უშუთი და მშვილდოსნობით, ხოლო მამა გაზეთის რედაქტორი იყო. დონი იენის დედა — ბოუ სიმ მაკი ჰონგ-კონგში ცდილობდა საკუთარი უშუს სკოლის გახსნას, თუმცა ამის გაკეთება მან ვერ შეძლო. ამის შემდეგ იენის ოჯახი საცხოვრებლად ბოსტონში გაემგზავრა; აქ ბოუ სიმ მაკმა გახსნა საკუთარი დარბაზი Chinese Wushu Research Institute, რომელიც სულ მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არა მხოლოდ ბოსტონში, არამედ მთელ ამერიკაში.
დონი იენი უშუთი სწორედ დედამისის სკოლაში დაკავდა. იმ დროს პატარა დონის მოსწონდა ფილმები კუნგ-ფუს შესახებ (ასე ეძახდნენ უშუს ამერიკელები) და თანდათანობით ეძიებდა ახალ ილეთებს, რომლებსაც შემდგომ ვარჯიშებზე ამუშავებდა. მისი საყვარელი მსახიობები იყვნენ ბრიუს ლი და იმ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯეკი ჩანი.
80-იან წლების დასაწყისში დონი იენი გახდა ეგრეთ წოდებული „საბრძოლო ზონის“ ხშირი სტუმარი, სადაც იმართება არალეგალური ბრძოლები წესების გარეშე. შემდეგ, დედამისმა იგი პეკინში გაგზავნა.
პეკინში დონი იენი მოხდა უშუს ეროვნულ ნაკრებში, რომლის მწვრთნელი იყო ცნობილი ჩინელი ოსტატი ლი იუ-მენი. დონი ორი წელი ვარჯიშობდა მასთან, ხოლო შემდეგ კვლავ აშშ-ში გადაწყვიტა დაბრუნება. თუმცაღა, პეკინიდან აშშ-ში მიმავალი გზა ჰონგ-კონგზე გადიოდა და დონი სრულიად შემთხვევით მოხდა ახალი ფილმის — „მთვრალი შაოლინელი ოსტატი“-ს კასტინგზე. ამ ფილმის რეჟისორი იუნ ვუ-პინგი აღმოჩნდა დონის დედის ძველი მეგობარი. რეჟისორმა დონის მთავარი როლი შესთავაზა. 1992 წელს ჯეტ ლისთან ერთად ითამაშა ფილმში „ერთხელ ჩინეთში 2“. ამ ფილმის შემდეგ დონი იენი ჰონგ-კონგის მასშტაბით ვარსკვლავი გახდა. ამის შემდეგ, დონი იენი ტელევიზიაში წავიდა. იგი დათანხმდა ორ სერიალში მონაწილეობაზე, რომლებიც ჰიტებად იქცნენ. წარმატების ტალღაზე ყოფნისას დონი იენმა რეჟისორობა სცადა და გადაიღო ფილმი „ლეგენდა მგლის შესახებ“. შემდეგ გადაიღო ფილმი „ტყვიის კოცნა“. ამ ფილმისთვის ტოკიოს კინოფესტივალზე იგი ნომინირებული იყო როგორც საუკეთესო რეჟისორი-დებიუტანტი.
2008 წელს უილსონ იპმა გადაიღო ნახევრადბიოგრაფიული ფილმი იპ მანის შესახებ — „იპ მანი“. შემდეგ, გამოვიდა ამ ფილმის გაგრძელდება „იპ მანი 2“, რომლის პრემიერა შედგა 2010 წელს, მას მოჰყვა „იპ მანი 3“, რომლის პრემიერა თავის მხრივ, შედგა 2015 წლის 16 დეკემბერს. სამივე ფილმი გადაიღო უილსონ იპმა. „იპ მანი 3“-ში მონაწილეობა მიიღო მოკრივემ მაიკ ტიასონმა.
დონი იენი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო ზინგ-სი ლენგი. ისინი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1993-1995 წლებში. დონი იენი 2003 წლიდან ქორწინებაშია სისი ვანგზე. დონი იენს ჰყავს 3 შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.