დიომა (რუს. Дёма; ბაშკ. Дим ; აგრეთვე: ბაშკ. Күгиҙел) — მდინარე რუსეთში, ბაშკირეთსა და ორენბურგის ოლქში. მდინარე ბელაიის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 535 კმ, აუზის ფართობი 12 800 კმ². საერთო ვარდნა დაახლოებით 267 მ. სათავე აქვს ობშჩი-სირტის ჩრდილო კალთაზე, სოფელ ალიოშკინოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კილომეტრში. კალაპოტი დაკლაკნილია. მიედინება ფართო ხეობაში. ორენბურგის ოლქის ტერიტორიაზე ღებულობს პირველი თანრიგის 28 შენაკადს, რომელთაგან 11 მდინარეს აქვს 10 კილომეტრზე მეტი სიგრძე. მთავარი შენაკადებია: დიდი იზიაქი, თიათერი, სადაკი და უდრიაქი. ბაშკირეთის ტერიტორიაზე გაედინება დაახლოებით 420 კილომეტრზე. ამ მონაკვეთზე მდინარე ძირითადად თოვლის წყლით იკვებება. ლანდშაფტები წარმოდგენილია ფართოფოთლოვანი და მეორეული წვრილფოთლოვანი ტყეებით. მდინარის ნაპირზეა ქალაქი დავლეკანოვო, სანატორიუმი „იუმატოვო“, ტურბაზა „ვოსხოდი“. საშუალო წლიური ხარჯი შესართავში 35 მ³/წმ.

სწრაფი ფაქტები დიომა, ქვეყანა ...
დიომა
Thumb
დიომა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქები დავლეკანოვო
სათავე ობშჩი-სირტი
53°10′43″ ჩ. გ. 55°02′54″ ა. გ.
შესართავი 54°42′50″ ჩ. გ. 55°54′48″ ა. გ.
შესართავის სიმაღლე 83 მ
სიგრძე 535 კმ
აუზის ფართობი 12 800 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 35 მ³/წმ
Thumb
დიომა
დიომა
— სათავე, — შესართავი
დიომა ვიკისაწყობში
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.