დიმიტრი ორბელიანი
ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტრი (დემეტრე) ვახტანგის ძე ორბელიანი (დ. XVII საუკუნის 80-იანი წლები, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის რაიონი ― გ. 6 თებერვალი, 1739, მოსკოვი) ― ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი. სულხან-საბა ორბელიანის ძმა. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი. 1724 რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1739-იდან, ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა ასეულში პროპორშჩიკის ჩინით. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსეთში. ლექსნარევ პროზაულ თხზულებაში "ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის" ორბელიანი გამოთქვამდა მტანჯველ სევდას სამშობლო ქვეყნისა და მუეღლის მოშორების გამო.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი. |
სწრაფი ფაქტები დიმიტრი ორბელიანი, დაბადების ადგილი ...
დიმიტრი ორბელიანი | |
---|---|
დაბადების ადგილი | ტანძია, ქართლის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 6 თებერვალი, 1739(1739-02-06) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
საქმიანობა | მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე |
მოქალაქეობა | ქართლის სამეფო |
ნათესავ(ებ)ი | სულხან-საბა ორბელიანი |
დახურვა
სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსებში ავტორმა აღნიშნა ძმის დამსახურება სამშობლოს წინაშე, მან გალექსა სახარების ეპიზოდები, შემოიღო ანბანთწების ახალი ნუმუშები და სხვა.