დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა — კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.
![]() |
ეს სტატია რომანს ეხება. ამავე სახელწოდების ფილმის შესახებ იხილეთ დიდოსტატის მარჯვენა (ფილმი). |
სწრაფი ფაქტები „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, ავტორი ...
„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ | |
---|---|
რომანის მეორე გამოცემის პირველი გვერდი | |
ავტორი | კონსტანტინე გამსახურდია |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | ისტორიული რომანი, ექსპრესიონიზმი, მოდერნიზმი |
გამოცემის თარიღი | 1939 |
გვერდი | 408 |
ISBN | 978-9941-422-77-5 |
დახურვა
რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.
„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ 1938–1939 წლებში დაიწერა. რომანის მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის - სვეტიცხოველის - გარშემო. რომანი ასევე არის 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე, ხოლო ანტირუსული პათოსი დაიშიფრა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით.