დიდოელები
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდოელები, ცეზები (საკუთარი სახელწოდება — დიდ. цезы [t͡sɛzɨ]; ხუნძ. цӀунтӀал [t͡sʼunt’al]) — დაღესტანში, წუნტის და ბეჟტის, ნაწილობრივ წუმადის რაიონებში — ისტორიულ დიდოეთში მცხოვრებ ტომთა ჯგუფი. ჩვეულებრივ, ტერმინით „დიდოელებით“ იხსენიებენ საკუთრივ დიდოელებს, ანუ ცეზებს (საკუთარი სახელწოდება ცეზი), ჰინუხელებს, ბეჟიტელებს (საკუთარი სახელწოდება კაპუჭას სუკო ან ბეჟტ'ას სუკო) და ჰუნზიბელებს (საკუთარი სახელწოდება ენზეესი). რაოდენობა 30 ათას კაცამდე აღწევს, თუმცა მონაცემები დაუზუსტებელია — დიდოელები ოფიციალურად ხუნძებად აღირაცხებიან და ცალკე ეროვნებად არ გამოიყოფიან.