![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/54/Stormningen_av_vinterpalatset.jpg/640px-Stormningen_av_vinterpalatset.jpg&w=640&q=50)
ოქტომბრის რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქტომბრის რევოლუცია (რუს. Октябрьская революция), ოქტომბრის გადატრიალება (რუს. Октябрьский переворот) — შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში 1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს), რომლის შედეგად ჩამოგდებულ იქნა დროებითი მთავრობა და ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - მოვიდა (თავდაპირველად კავშირში ანარქისტებთან და მემარცხენე ესერებთან).
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/54/Stormningen_av_vinterpalatset.jpg/640px-Stormningen_av_vinterpalatset.jpg)
![]() |
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: თებერვლის რევოლუცია. |
ოქტომბრის გადატრიალება XX საუკუნის ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია რუსეთისა და მთელი დანარჩენი მსოფლიოს განვითარებაზე. ამ მოვლენის შეფასების ფართო სპექტრი არსებობს — იმის მტკიცებიდან, რომ ეს იყო ეროვნული კატასტროფა რუსეთისა და მისი სატელიტი ქვეყნებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი შეიწირა და ტოტალიტარული რეჟიმი დაამყარა, ასევე მის აღიარებამდე, რომ ეს იყო სოციალიზმის - სოციალური თანასწორობის დემოკრატიული წყობის - მშენებლობის მცდელობა. ამ მოვლენასთან ასევე მრავალი ისტორიული მითია დაკავშირებული.