ქართული საბრძოლო ჯავშანმანქანა From Wikipedia, the free encyclopedia
დიდგორი I — ჯავშანტრანსპორტიორი, მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.
დიდგორი I | |
---|---|
ტიპი | ჯავშანტრანსპორტიორი |
წარმომავლობის ქვეყანა | საქართველო |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 2011 - დღემდე |
იყენებენ | საქართველოს სახმელეთო ჯარები |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ |
მწარმოებელი | სსსტც „დელტა“ |
რაოდენობა | 25 + |
ვარიანტები |
დიდგორი 2 დიდგორი 3 |
მახასიათებლები | |
წონა | – 8200 კგ (საბრძოლო წონა 8850 კგ) |
სიგრძე | 6120 მმ |
სიგანე | 2350 მმ |
სიმაღლე | 2350 მმ |
გათვლა / ჯგუფეული | 7*2 ჯარისკაცი |
შექმნილია 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ, რომელსაც ექვემდებარება ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა.
ჯავშანტრანსპორტიორი შექმნიალია Ford F-550 ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილის ბაზაზე. მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა, დიდგორი-1 აღჭურვილია თერმული ვიზუალიზაციის კამერებით. ინფორმაცია კამერებისგან გადადის სამ სხვადასხვა მინიტორზე: ერთი მძღოლისთვის,ერთი მეთაურისთვის და ერთი დესანტისთვის. მძღოლ მექანიკოსის სამუშაო ადგილი აღჭურვილია ღამის ხედვის სათავალით და „GPS“-ის ნავიგაციური სისტემით.
ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. მანქანას გააჩნია 3 ფენიანი სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.
მანქანის მულტიფუნქციური პლატფორმა საშუალებას იძლევა მასზე დამონტაჟდეს შეიარაღების სხვადასხვა სისტემები, მათ შორის: სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევები, ავტომატური ყუმბარმტყორცნები, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო მოდულები, სადაზვერვო სისტემები და სხვა
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.