From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსნიელი დერვიშ მეჰმედ-ფაშა (თურქ. Derviş Mehmed Paşa; დ. 1569 — გ. 9 დეკემბერი, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია, 1606) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბოსნიელი. დიდი ვეზირი 1606 წლის 21 ივნისიდან 9 დეკემბრამდე, აჰმედ I-ის აღმზრდელი.
ბოსნიელი დერვიშ მეჰმედ-ფაშა | |
---|---|
Dervish Mehmed Pasha | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 ივნისი, 1606 |
მმართ. დასასრული: | 9 დეკემბერი, 1606 |
წინამორბედი: | სოკოლუზადე ლალა მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ქუიუჯუ მურად-ფაშა |
სულთანი: | აჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1569 |
დაბ. ადგილი: | ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 9 დეკემბერი, 1606 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ქრისტიანობა. მოგვიანებით მიიღო ისლამი |
დაიბადა ბოსნიის ვილაიეთში. 9 წლის ასაკში გაიტაცეს ოსმალებმა. აღიზარდა ენდერუნის სამხედრო სკოლაში. 1587 წელს გახდა იანიჩარი და მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის ლაშქრობებში ხორვატიასა და უნგრეთში. 1595-1603 წლებში, მეჰმედ III-ის მმართველობის პერიოდში იყო თოფქაფის სასახლის რიგითი მცველი. ამავე პერიოდში დაუახლოვდა შეჰზადე აჰმედს და მის აღზრდაშიც კი მიიღო მონაწილეობა.
1603 წლის ბოლოს, 13 წლის აჰმედი ტახტზე ავიდა. მას მეურვეებად დედამისი, ჰანდან სულთანი და დერვიშ მეჰმედ-ფაშა დაუდგნენ.1604 წელს სულთანმა დერვიში დანიშნა მის მთავარ მცველად, ხოლო 1 წლის შემდეგ ფლოტის ადმირალად ანუ კაპუდან-ფაშად. იმავე წელს სტამბოლში დიდმა აჯანყებამ იფეთქა, რომლის ჩახშობაც სწორედ დერვიშ-ფაშამ იკისრა.
1606 წელს გარდაიცვალა დიდი ვეზირი, სოკოლუზადე ლალა მეჰმედ-ფაშა და აჰმედ I-მა ის სწორედ თავისი აღმზდელით, დერვიშ მეჰმედ-ფაშათი ჩაანაცვლა, თუმცა მან ეს პოსტი მხოლოდ 6 თვემდე შეინარჩუნა. 1606 წლის 9 დეკემბერს სულთანმა დერვიში დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო სიკვდილით დასაჯა. თურქი ისტორიკოსების გადმოცებით არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ დერვიშ-ფაშას ჰანდან სულთანი უყვარდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.