დაჩი (ქართლის მეფე)
From Wikipedia, the free encyclopedia
დაჩი (გ. 506) — ქართლის მეფე VI საუკუნის დამდეგს, ვახტანგ I გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალენდუხტისაგან.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დაჩი. |
სწრაფი ფაქტები დაჩი, იბერიის მეფე ...
დაჩი | |
---|---|
იბერიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 494 |
მმართ. დასასრული: | 506 |
წინამორბედი: | ვახტანგ I გორგასალი |
მემკვიდრე: | ბაკურ IV |
გარდ. თარიღი: | 506 |
შვილები: | ბაკურ IV |
მამა: | ვახტანგ I გორგასალი |
დახურვა
დაჩი უჯარმაში იზრდებოდა და ცნობილია უჯარმელის ზედწოდებით. ჯუანშერის ცნობით, დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად. მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია.