დარიოს II
From Wikipedia, the free encyclopedia
დარიოს II — აქემენიდთა სპარსეთის მეფე ძვ. წ. 423-404 წლებში. არტაქსერქსე I-ის შვილი. სამეფო კარის დიდებულებმა მთელი რიგი მკვლელობების შედეგად გაამეფეს. განიცდიდა თავისი ცოლის (და ნახევარდის), პარისატისის დიდ გავლენას. დარიოს II-ის დროს სახელმწიფოში აჯანყებები მძვინვარებდა, სატრაპიები იბრძოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. სპარსეთს ჩამოშორდა ეგვიპტე (ძვ. წ. 404 წ.). დარიოს II ერეოდა საბერძნეთის შინაურ საქმეებში და სპარტის მხარეზე იბრძოდა ათენის წინააღმდეგ. მის დროს დაიწყო სპარსეთის სახელმწიფოს რღვევის პროცესი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარიოსი. |
სწრაფი ფაქტები აქემენიანთა სპარსეთის მე-9 მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
დარიოს II | |
---|---|
Darius II | |
აქემენიანთა სპარსეთის მე-9 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 423 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 404 |
წინამორბედი: | სოგდიანე |
მემკვიდრე: | არტაქსერქსე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 475 |
დაბ. ადგილი: | ირანი |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 404 |
გარდ. ადგილი: | ბაბილონი |
მეუღლე: | პარისატიდა |
შვილები: |
არტაქსერქსე II ასტანი აკსატრი |
დინასტია: | აქემენიანები |
მამა: | არტაქსერქსე I |
დედა: | კოსმატრიდენა |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
დახურვა