![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b0/DCriss.jpg/640px-DCriss.jpg&w=640&q=50)
დარენ კრისი
From Wikipedia, the free encyclopedia
დარენ ევერეტ კრისი (დ. 5 თებერვალი, 1987) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი.
დარენ კრისი | |
---|---|
![]() დარენ კრისი | |
დაბადების სახელი | დარენ ევერეტ კრისი |
დაბადების თარიღი |
5 თებერვალი, 1987 (1987-02-05) (37 წლის) სან-ფრანცისკო, კალიფორნია |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 1997-დღემდე |
საიტი | www.darrencriss.com |
ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანამფლობელი StarKid Productions-ის(მუსიკალური თეატრის კომპანია, რომელიც დაარსდა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში). პირველად დარენ კრისი ყურადღების ცენტრიში მოექცა, როდესაც მან ითამაშა მთავარი ჰარი პოტერი-ის როლი მუსიკალურ წარმოდგენაში "A Very Potter Musical"(2009). ეს თეატრალური დასი ბილბორდების ისტორიაში შევიდა მათი ორიგინალური ალბომით "Me and My Dick".
დარენს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მუსიკალურ-კომედიურ სერიალში Glee, Blaine Anderson-ის როლმა, სადაც ის გეი სტუდენტს განასახიერებს. მის მიერ სერიალში შესრულებული Katy Perryის სიმღერის Teenage Dream ქავერ ვერსია გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი Glee-ს ისტორიაში და ბილბორდების ასეულში მე-8 ადგილი დაიკავა. 2012 წლის იანვარში შედგა დარენ კრისის დებიუტი ბროდვეის თეატრში, სადაც მან შეცვალა დანიელ რედკლიფი მთავარ როლზე – J. Pierrepont Finch. სწორედ დარენის მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა წარმოდგენას ყველაზე დიდი შემოსავალი. 2012 წლის დეკემბერში შედგა მისი საფილმო დებიუტი კომედიაში Girl Most Likely.