დავითი (ქორეპისკოპოსი)
From Wikipedia, the free encyclopedia
დავითი — კახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) 976-1010 წლებში, კვირიკე II-ის ძე. კახეთის უკანასკნელი მთავარი, რომელიც ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც. ებრძოდა საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს, რომელიც კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის იღვწოდა. 1008 წელს დავითი იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი ჯარით კახეთზე გამოლაშქრებულ ბაგრატ III-თვის დაებრუნებინა ქართლის ციხეები (წირქვალი, გრუი). ამავე ლაშქრობის დროს ბაგრატ III-მ მოახერხა ჰერეთის დაპყრობა, მაგრამ როგორც კი მეფე გაბრუნდა, დავითმა ეს მხარე კვლავ კახეთს შეუერთა.
![]() |
ტერმინს „დავით“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით. |
სწრაფი ფაქტები დავითი, კახეთის ქორეპისკოპოსი ...
დავითი | |
---|---|
კახეთის ქორეპისკოპოსი | |
მმართ. დასაწყისი: | 976 |
მმართ. დასასრული: | 1009 |
წინამორბედი: | კვირიკე II |
მემკვიდრე: | კვირიკე III |
გარდ. თარიღი: | 1009 |
დახურვა