დავით ჩუბინაშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი (რუს. Давид Йессеевич Чубинов; დ. 26 სექტემბერი, 1814 — გ. 5 ივნისი, 1891) — ქართველი ლექსიკოგრაფი, ენათმეცნიერი და ქართული ლიტერატურათმცოდნე. 1839 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური სიტყვიერების ფაკულტეტი. 1844 წლიდან ასწავლიდა ქართულ ენას ამავე უნივერსისტეტში. 1855-71 წლებში ახლად დაარსებული ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგე და პროფესორი იყო; 1860 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული, ხოლო 1869 წლიდან საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და ფილოლოგიის საზოგადოების საპატიო წევრი. იყო აგრეთვე „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი. თანამშრომლობდა ქართულ („ივერია“, „დროება“) და რუსულ პრესაში.
სწრაფი ფაქტები დავით ჩუბინაშვილი, დაბ. თარიღი ...
დავით ჩუბინაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 სექტემბერი, 1814(1814-09-26) |
გარდ. თარიღი | 5 ივნისი, 1891(1891-06-05) (76 წლის) |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | ლექსიკოგრაფი და ენათმეცნიერი |
მუშაობის ადგილი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | დემიდოვის პრემია |
დახურვა