From Wikipedia, the free encyclopedia
დავითი (დ. 1595 — გ. 1609?) — ქართლის მეფის გიორგი X-ის ძე.
1600 წელს ოსმალების მიერ სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X-მ სიმონის გასათავისუფლებლად ძვირფასი გამოსასყიდით ელჩობა გაგზავნა სტამბოლში. მის შემადგენლობაში იყვნენ მცირეწლოვანი დავითი და მისი და გულჩარა. იმ დროს, როდესაც ქართველები სტამბოლში ჩავიდნენ, მდგომარეობა მეტად გართულდა: 1603 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი, ქართლი და კახეთი ირანის მოკავშირეები იყვნენ. გულჩარამ სცადა ირან-ოსმალეთს შორის შუამავლობა გაეწია და ამით მიეღწია საწადელისთვის. ამავე დროს ქართველები შეეცადნენ დიდი გავლენის მქონე საფრანგეთის ელჩის დე სალენიაკის დახმარებით გაეთავისუფლებინათ სიმონი. 1609 წლის 2 ნოემბერს დე სალენიაკმა საფრანგეთის მეფეს აცნობა ეს ამბავი და ასე დაახასიათა ქართველი უფლისწული: „ეს ახალგაზრდა ვაჟი ჯერ კიდევ არ არის 14 წლისა, მაგრამ მეტად ჭკვიანი და კეთილი ბუნებისაა“. შემდეგ ელჩი იუწყებოდა, რომ იმ ხანებში ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს ესპანელი უფლისწული და როცა მას გამაჰმადიანება შესთავაზეს, იგი ადვილად დათანხმდა. ამით წახალისებულმა სულთანმა დავითის გამაჰმადიანებაც გადაწყვიტა, ძვირფასი ტანსაცმელი და საჩუქრები მიართვა მას, მაგრამ ქართველმა უფლისწულმა განაცხადა, რომ თავს მოიკლავდა და არ გამაჰმადიანდებოდა. დავითის შემდგომი ბედი უცნობია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.