გურიანთა (ნამოსახლარი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გურიანთა — ნეოლითური ნამოსახლარი სოფელ ციხისფერდში, მდინარე სკურდუმის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 25 მ-ზე, გაითხარა 1963 (ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბერძენიშვილი). მოპოვებულია კაჟის, რიყის ქვისა და ობსიდიანისაგან დამზადებული საოჯახო, სამიწათმოქმედო, საბრძოლო და სანადირო იარაღი (საფხეკები, საჭრისები, დანები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სანაყები, სახეხ-სასრესები, ცულები და სხვა). მრავლად იყო წარმოების ნარჩენები (ნუკლეუსები, ანატკეც-ანატეხები და სხვა), არათანახრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ზოგი მათგანი შემკულია წიწვისებრი ორნამენტით. ნამოსახლარზე აღმოჩენილი მასალა ოდიშის, ანასეულისა და კინტრიშის არქეოლოგიური მონაპოვართა მსგავსია.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურიანთა (მრავალმნიშვნელოვანი). |