გუად-იხუ
From Wikipedia, the free encyclopedia
გუად-იხუ — გორა ქალაქ სოხუმის ტერიტორიაზე (43°01′09″ ჩ. გ. 41°01′01″ ა. გ.), სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა ხანის არქეოლოგიური ძეგლები. 1935, 1951-1953 და მომდევნო წლებში გუად-იხუს წვერზე ზედაპირულად აკრეფილია მუსტიეს ეპოქის ნუკლეუსები და ანატკეცები (მიხეილ ივაშჩენკო, მიხეილ თრაფში, ვადიმ ბჟანია). იქვე გაითხარა გვიანდელი ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი (ძვ. წ. IV - III ათასწლეული). ნაპოვნია ქვის და კაჟის შრომისა და ბრძოლის იარაღი, ტყვიის ზოდები, ბრტელძირა ან ქუსლიანი, ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი, რომელთა ზედაპირი უმეტესად ანგობიანია.
გუად-იხუს წვერზე, აღმოსავლეთ მხარეს, ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ცული და სპოლენძის წიდები. აქვე გაითხარა ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის 2 საცხოვრებელი სახლი და სამარხი, სადაც ბრინჯაოს 2 ბრტყელი სეგმენტისებრი იარაღი აღმოჩნდა.
მნიშვნელოვნაია გუად-იხუს ანტიკური ხანის (ძვ. წ. VI-III სს.) ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამოსახლარზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, პირამიდული საწაფები, აგრეთვე იმპორტული შავლაკიანი კერამიკისა და მცირეაზიური კულტურის ცენტრებიდან შემოტანილი კრემაციულ სამარხებში იყო რკინის იარაღი (მახვილები, სატევრები, ცულ-ჩაქუჩები, მასრიანი შუბისა და ხელშუბის პირები), ბრინჯაოს და მინის სამკაული, სავარცხლისეული ტალღოვანი სახეებით შემკული თიხის დოქრბი და ქოთნები, იმპორტული კერამიკა.