რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო (რუს. Главное управление Генерального штаба ВС РФ), ყოფ. მთავარი სადაზვერვო სამმართველო (Главное разведывательное управление, გრუ) — რუსეთის სამხედრო დაზვერვის მართვის უმაღლესი ორგანო, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ერთ-ერთი წამყვანი სამმართველო. მის კომპეტენციაშია: შეიარაღებული ძალების დაზვერვის ყველა ორგანიზაციული სტრუქტურის საქმიანობის კოორდინაცია და საერთო ხელმძღვანელობა; დაზვერვის სახეების მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეკრება და გადამუშავება; ინფორმაციულ-ანალიტიკური სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება, სადაზვერვო ინფორმაციის გადამუშავება და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის მიწოდება. მონაწილეობს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში რუსეთისა და პარტნიორების ურთიერთმოქმედებაში. სტრატეგიული დაზვერვა, როგორც სამმართველოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, წარმოებს ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის, სტრატეგიული დაგეგმვისა და შესაძლო აგრესიის დროს შეიარაღებული ძალების გამოყენების ინტერესებში. დასაზვერ ქვეყნებთან მიმართებაში სტრატეგიული დაზვერვის მთავარი ამოცანებია: სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მიღწევის საშუალებად სამხედრო ძალების გამოყენების გეგმებისა და პრაქტიკული ღონისძიებების აღმოჩენა; ომის წარმოების ხასიათსა და საშუალებებზე, შეიარაღებული ძალების შენებაზე, მათი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზე შეხედულებების განსაზღვრა; საბრძოლო შემადგენლობაში, დისლოკაციასა და ჯარების მოქმედებაში ცვლილებების გამოვლენა; შეიარაღებული ძალების სტრატეგიული (ოპერატიული) გაშლის უზრუნველყოფისათვის საომარ მოქმედებათა თეატრის ინფრასტრუქტურის ოპერატიული მოწყობის სრულყოფისა და მომზადების გეგმებისა და პრაქტიკული ღონისძიებების აღმოჩენა. სტრატეგიული დაზვერვა სპეციალური ძალებისა და აგენტურული, რადიოელექტრონული და კოსმოსური დაზვერვის საშუალებების გამოყენებით წარმოებს მუდმივად. გრუ-ს ორგანიზაციულ სტრუქტურაში შედის: სარდლობა, შტაბი, შეიარაღებული ძალების დაზვერვის სახეების ოპერატიული სამმართველო, ინფორმაციულ-ანალიტიკური სამმართველო, უზრუნველყოფისა და მომსახურების ნაწილები და ქვედანაყოფები. გრუ-ს უფროსი ექვემდებარება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს.[1]
რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველო Главное управление Генерального штаба Вооружённых сил Российской Федерации | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 7 მაისი, 1992 |
წინამორბედი უწყება | საბჭოთა კავშირის მთავარი სადაზვერვო სამმართველო |
იურისდიქცია | რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი |
უწყების ხელმძღვანელი | ადმირალი იგორ კოსტიუკოვი |
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.