გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე (დ. 20 ნოემბერი, 1879, ქუთაისი — გ. 18 აგვისტო, 1937, ყაზახეთი) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.
სწრაფი ფაქტები გრიგოლ გიორგაძე, დაბ. თარიღი ...
გრიგოლ გიორგაძე
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1879(1879-11-30)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 18 აგვისტო, 1937(1937-08-18) (57 წლის)
გარდ. ადგილი ალმათი
საქმიანობა ისტორიკოსი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი ხარკოვის უნივერისტეტი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერისტეტი
დახურვა

ბიოგრაფია

1902 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერი სემინარია, 1909 წელს — ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905 წელს შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას.

1909–10 წლებში ქუთაისში გამოსცემდა გაზეთ „ფონს“. 1917–18 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918–19 წლებში — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი (ამ პოსტზე 1919 წლის მარტში ნოე რამიშვილმა შეცვალა).

1919–21 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წლის აგვისტოდან საქართველოს მთავრობის რწმუნებული ბათუმის ოლქში. შექმნა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „ახალი სხივი“ და დამფუძნებელ კრებაში ხელმძღვანელობდა სხიველების ფრაქციას.

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა დროებით დააპატიმრა.

1924–25 წლებში დაპატიმრებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ მას შეუფარდა 3-წლიანი პატიმრობა, თუმცა, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაშიში პირი, სასჯელისგან გაათავისუფლა.

1922–37 წლებში ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას, იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ურთიერთობების, ახალი და უახლესი ისტორიის, ქართული სამართლის ისტორიის საკითხებს.

1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. შემდგომში რეაბილიტირებული იქნა ყაზახეთის და საქართველოს უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტილებით.

თხზულებები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.