გრეის ანატომია (ტელესერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გრეის ანატომია — ამერიკული სამედიცინო დრამა სერიალი, რომლის პრემიერაც ABC-ის (American Broadcasting Company) ეთერში შედგა 2005 წლის 27 მარტში. სერიალს აქცენტი აქვს გაკეთებული ინტერნების, რეზიდენტებისა და ექიმების გამოგონილ ცხოვრებაზე. ქირურგები ცდილობენ ერთმანეთს შეუთავსონ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ურთიერთობები. სათაური გრეის ანატომია შექმნილია ამავე სახელწოდების წიგნისგან, რომელიც ჰენრი გრეიმ შექმნა და აღწერა ადამიანის სხეულის ანატომია. სერიალში პაციენტების ისტორიები და ოპერაციები სწორედ ამ წიგნის მიხედვით არის შექმნილი. მოქმედება ვითარდება სიეტლში, ასევე გამოგონილ გრეი-სლოუნის კლინიკაში (ყოფილი სიეტლ გრეისი), თუმცა გადაღებები მიმდინარეობს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. შოუს სახელწოდება თავიდან "გართულებები" იყო, რაც ქირურგების რთულ სამედიცინო პროცედურებსა და პირადის სიმბოლო იქნებოდა.
გრეის ანატომია | |
---|---|
![]() | |
ჟანრი |
სამედიცინო დრამა სერაილი რომანტიკული დრამა |
ავტორი | შონდა რაიმსი |
სცენარი | შონდა რაიმსი |
მონაწილეობენ |
ელენ პომპეო სანდრა ოუ კეტრინ ჰაიგლი ჯასტინ ჩემბერსი ტი არ ნაიტი ჩანდრა უილსონი ჯეიმზ პიკენსი. უმ ისაია ვაშინგტონი პატრიკ დემპსი კეიტ უოლში სარა რამირესი ერიკ დეინი კაილერ ლი ბრუკ სმითი კევინ მაკკიდი ჯესიკა კეპშოუ კიმ რეივერი სარა დრიუ ჯესი უილიამსი კამილა ლადინგტონი გაიუს ჩარლზი ჯერიკა ჰინტონი ტესა ფერერი კატერინა სკორსონე კელი მაკკრირი ჯეისონ ჯორჯი ჯაკომო ჯანოტი მარტინ ჰენდერსონი |
მთხრობელი | ელენ პომპეო და სხვა გმირები |
თემის კომპოზიტორი | Psapp |
მთავარი თემა | „Cosy in the Rocket“ (სეზონი 1-7) |
ფინალური თემა | Cosy in the Rocket“ (ინსტრუმენტული) |
კომპოზიტორ(ებ)ი | დენი ლუქსი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 17 |
ეპიზოდი | 373 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
შონდა რაიმსი ალან ჰეინბერგი ბეტსი ბირსი დები ალენი ჯეიმზ დ. პერიოტი ჯეინ რენშოუ ჯეფ რაფნერი ჯონ რატერი კენტ ჰოდერი კრისტა ვერნოფი მარკ გორდონი მარკ უილდინგი მარტი ნოქსონი ნენსი ბორდსონი პიტერ ჰორტონი რობ კორნი სტეისი მაკკი სტივ მალჰოლენდი ტონი ფილენი უილიამ ჰარპერი ზოენ კლარკი |
პროდიუსერ(ებ)ი |
ეინ კინდბერგი ოსტინ გუსმანი ელიზაბეტ რ ფინჩი გაბრიელე სტენტონი ჰარი ვერკსმანი ჯეფ რეფნერი ლინდა კლეინი ლიზა ტეილორი მარკ ფორმანი მეგ მარინისი მიმი შმირი პიტერ ნოუოლკი სარა უაითი სტეისი მაკკი ტამი ენ კასპერი ტია ნაპოლიტანო უილიამ ჰარპერი ზოენ კლარკი |
მონტაჟი | ჰერბერტ დეივისი |
ოპერატორი |
სუზან ვეილი დევიდ გრინსპინი ედუარდ ორნელასი ჯასტინ ჩინი ბრაიანა ლონდონი სარა ბოიდი სტეისი კეტსმენი ბრენდი ბრედბურნი ბიორნ მირჰოლტი |
ხანგრძლივობა | 43 წუთი |
კომპანია |
ShondaLand The Mark Gordon Company ABC სტუდია |
დისტრიბუტორი | Disney-ABC Domestic Television |
ორიგინალური არხი | ABC |
ჩვენების ფორმატი |
480i 1080i (16:9 HDTV) |
აუდიო ფორმატი |
Stereo Dolby Digital 5.1 |
ეთერში | 27 მარტი, 2005 (2005-03-27) — დღემდე |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალის მსახიობები ბრმა-ფერის კასტინგის ტექნიკით შეირჩა, რამაც ხაზი გაუსვა რასობრივ მრავალფეროვნებას სერიალში. ელენ პომპეო პირველი იყო ვინც მერედით გრეის როლზე ითამაშა და განხილვის გარეშე დაამტკიცეს, სანდრა ოუმ თავიდან მირანდა ბეილის როლი იტამაშა თუმცა მოგვიანებით ქრისტინა იენგის როლზე დაამტკიცეს, სერიალში განხილვის გარეშე დაამტკიცეს კეტრინ ჰაიგლი და ტი არ ნაიტი. ინტერნების რაოდენობა თავიდან ოთხი იყო თუმცა პროდიუსერმა შონდა რაიმსმა დაამტკიცა კიდევ ერთი მსახიობი ჯასტინ ჩემბერსი მეხუთე ინტერნად. სეზონების გადაღებასთან ერთად მსახიობების შემადგენლობამ განიცადა ცვლილებები და მსახიობები ერთმანეთს ანაცვლებდნენ, სიუჟეტის მიხედვით ზოგი დაიღუპა, ზოგიც კი წავიდა. მეხუთე, მეექვსე, მეათე და მეთერთმეტე სეზონის ბოლოს სერიალის დატოვა ოთხმა ორიგინალურმა მსახიობმა, რამაც სერიალის რეიტინგე აისახა. მეთორმეტე სეზონში თექვსმეტი მსახიობი აქედან ოთხ ორიგინალური მსახიობი მონაწილეობდა. 2017 წლის 10 თებერვალს სერიალი მეცამეტე სეზონით და დაბრუნდა ABC-ის არხე, მეთოთხმეტე სეზონის პრემიერა 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
მიუხედავად გრეის ანატომიის ცამმეტი სეზონისა, რომლის ბოლო ორი სეზონის რეიტინგი დაეცა, ის მაინც რჩება ABC-ის ყველაზე რეიტინგული სერიალების ათეულში. გრეის ანატომია 3 ადგილზეა ყველა სამაუწყებლო კომპანიების დრამა სერიალების რეიტინგებს შორის. გრეის ანატომია უკვე კარგად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ, ბევრი სატატია დაიწერა როგორც უნიკალური მოვლენა სატელევიზიო სივრცეში. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო მათ შორის, 2007 წლის ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამა სერიალისთვის და 26 ემის ნომინაცია ჯილდოსთვის საუკეთესო სერიალი.