From Wikipedia, the free encyclopedia
გრავიტაციული მუდმივა — პროპორციულობის G კოეფიციენტი ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის გამომსახველ ფორმულაში
სადაც F არის მიზიდულობის ძალა, M და m — ურთიერთქმედ სხეულთა მასები, r — მათ შორის მანძილი. გრავიტაციული მუდმივას სხვა აღნიშვნებია: γ ან f (იშვიათად k2). გრავიტაციული მუდმივას რიცხვითი მნიშვნელობა დამოკიდებულია სიგრძის, მასის, ძალის ერთეულთა სისტემის შერჩევაზე.
გრავიტაციული მუდმივას ყველაზე უფრო ზუსტი მნიშვნელობა მიღებულია ცნობილი მასის ორ სხეულს შორის მიზიდულობის ძალის ლაბორატორიული გაზომვისას გრეხითი სასწორის მეშვეობით.
დედამიწის მიმართ ციურ სხეულთა (მაგ., თანამგზავრთა) ორბიტების გამოთვლისას იყენებენ გეოცენტრული გრავიტაციული მუდმივას — გრავიტაციული მუდმივის ნამრავლს დედამიწის მასაზე (მისი ატმოსფეროს ჩათვლით):
GE=(3,98603±0,00003)·1014მ3·წმ-2 მზის მიმართ ციურ სხეულთა ორბიტების გამოთვლისას იყენებენ ჰელიოცენტრულო გრავიტაციული მუდმივას — გრავიტაციული მუდმივის ნამრავს მზის მასაზე:
GE-ს და CSs-ის ეს მნიშვნელობები შეესაბამება 1964 საერთაშორისო ასტრონომთა კავშირის ყრილობაზე მიღებულ ფუნდამენტურ ასტრონომიულ მუდმივებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.