From Wikipedia, the free encyclopedia
გოგირდწყალბადი — H2S გოგირდის ნაერთი წყალბადთან. უფერო აირი, აქვს ლაყე კვერცხის სუნი. წყალში კარგად იხსნება. მისი წყალხსნარი სუსტი მჟავაა. გოგირდწყალბადი ძლიერი აღმდგენელია. ძლიერი დამჟანგველები გოგირდწყალბადს გოგირდმჟავად ჟანგავენ. ჰაერზე ნელა იჟანგება, გაცხელებისას იწვის და იძლევა გოგირდოვან აირს და წყალს. ბუნებაში მოიპოვება ვულკანურ აირებში, გოგირდოვან მინერალურ წყლებში (მაგალითად თბილისში). წარმოიქმნება ცილოვან ნივთიერებათა დაშლის დროს. მიიღება 200-400°C-ზე გოგირდისა და წყალბადის ურთიერთქმედებისას, სულფიდებზე განზავებული მჟავას მოქმედებით და სხვა. გოგირდწყალბადი ნერვულ სისტემაზე მოქმედი საწამლავია. წარმოებაში მისი ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში არის 0,01 მგ/ლ.
გოგირდწყალბადი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | წყალბადის სულფიდი |
ქიმიური ფორმულა | H2S |
მოლური მასა | 34.082 გ/მოლი |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −82.30 °C |
დუღილის ტემპერატურა | −60.28 °C |
უსაფრთხოება | |
NFPA 704 | |
კლასიფიკაცია | |
CAS | 7783-06-4 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.