From Wikipedia, the free encyclopedia
გნუ (ლათ. Connochaetes) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების გვარი ძროხისებრთა (ლათ. Bovidae) ოჯახისა. გნუს სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 1,3 მ, წონა 275 კგ. აქვს მოღუნული რქები, მურა-მორუხო მოკლე ბალნით შემოსილი სხეული. ბალანი ქედზე ფაფარივით ადგას, ყელზე კი „წვერს“ ქმნის. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ტრამალებში. ცხოვრობს ჯოგებად. იკვებება ბალახოვანი მცენარეებით. მაკეობა 8-9 თვე გრძელდება. იგებს ერთ ხბოს. ცნობილია გნუს 2 სახეობა: თეთრკუდა გნუ (ლათ. Connochaetes gnou), გვხვდება სამხრეთ აფრიკაში და ზოლებიანი გნუ (ლათ. Connochaetes taurinus), გვხვდება აღმოსავლეთ აფრიკაში. იყენებენ გნუს ხორცს, ტყავს. ტყვეობას ადვილად იტანს და მრავლდება. აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.
გნუ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ზოლებიანი გნუ (Connochaetes taurinus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Connochaetes (Lichtenstein, 1812) | |||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.