From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი ნიკოლოზის ძე სუმბათაშვილი (დ. 6 ივნისი, 1868 — გ. 1921) — ქართველი გენერალი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. პოდპორუჩიკი (1892). პორუჩიკი (1896). შტაბსკაპიტანი (1900).
დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი. მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც დაიჭრა. კაპიტანი (1904). 1911 წლიდან ირიცხება ვიბორგის 85-ე ქვეითთა ბატალიონში. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ნოვოჩერკასკის 145-ე ბატალიონშია. მეთაურობდა ბატალიონს. პოლკოვნიკი (1914, წარჩინებისთვის). 1915-1917 წლებში ცარიცინის 146-ე ბატალიონის მეთაურია. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. გენერალი 1918. სომხეთთან ომის დროს იყო გენერალ მაზნიაშვილის მოადგილე. 1921 წლის თებერვალში, ომის დაწყების წინ, იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის, გენერალ იოსებ გედევანიშვილის დაქვემდებარებაში. უშუალოდ სარდლობდა ბამბაკის ხეობაში სანაინი-შაგალის მიმართულებაზე განლაგებულ შენაერთებს. ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო იძულებული იყო უკან დაეხია თბილისის მიმართულებით. თბილისიდან უკან დახევისას გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მარცხენა კოლონის უფროსად დანიშნა. მონაწილეობდა 4-5 მარტის ოსიაურის ბრძოლაში, სადაც სარდლობდა მარჯვენა ფრთას და ასევე უღელტეხილების დაცვას. 18-20 მარტს მონაწილეობდა ბათუმიდან ქემალისტების განდევნაში. ემიგრაციაში არ წასულა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.